იარღანაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ იარღანაშვილი

იარღანაშვილი იოსებ (1971), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. 1993 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მეორად პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1988-1993 წლებში გამოცემული აქვს წიგნები: „საზღაური” (1997), „ცვალებადი მოღრუბლულობა” (2006), „ბუტერბროდი” (2008), „სარკის პოლკოვნიკი”, „ცრემლის ნამცხვარი”... და სხვა. მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ქალაქისა და რესპუბლიკურ ჟურნალ−გაზეთებში.


ვახტანგ ჯავახაძეს
გაწვიმდა – ციდან დაეშვა დელგმა –
ქალაქი შეკრთა წვეთების შვავში...
და სველი ქუჩის კუთხეში დადგა
სიმშრალე, როგორც დასჯილი ბავშვი...
მხრებში მოხრილი სილუეტები
ბრაზობდნენ ღრუბლით დახურულ სახლზე
და გულისცემას უწყობდნენ ნახტომს
გუბეზე – წვიმის დადებულ ნაღმზე...
ფანჯრის მინაზე მიდებულ შუბლებს
ემძიმებოდათ ცრუ ბედისწერა...
ვერ ეწეოდა გაფრენილ ფიქრებს
წვიმის წვეთებში გაჩრილი მზერა...
ერთფეროვანი მრუმე სისველე
ხდებოდა დროზე უფრო უხეში...
კრამიტს სწვდებოდა ღრუბელი ისევ,
ბავშვი ჯერ ისევ იდგა კუთხეში..


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები