იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანო. გამოდის 1946-იდან. გამოცემულია 34 ტომი (2000), დაიბეჭდება (ქართ. და უცხ. ენებზე) როგორც აღწერითი, ისე ისტორიულ-შედარებითი ხასიათის წერილები თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხ-ადიღ, ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატიკული სტრუქტურის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხებზე; ქვეყნდება დიალექტოლოგიური სახის ტექსტები და ლექსიკური მასალა, „იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაშია“ წარმოდგენილია აღნიშნულ ენათა სხვა წარმომავლობის ენებთან ტიპოლოგიური კონტაქტის საკითხები. იბეჭდება იბერიულ-კავკასიურ ენათა სფეროში გამოცემულ შრომათა რეცენზიები, საენათმეცნიერო ცხოვრების ამსახველი ქრონიკები.

გ. ბურჭულაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები