მხარგრძელი ივანე (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივანე (II) მხარგრძელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე (II) მხარგძელი - შანშე მხარგრძელის ძე, მ. 1270-იანი წლებიდან. ივანე მანდატურთუხუცესეად იწოდება ქობაირის მონასტრის საფლავის ქართულ ეპიტაფიებში. მისი ასული თამარი ყოფილა სამხრეთ საქართველოს წარჩინებულის, სულა გურკნელის (სავარაუდოდ, ამირეჯიბ ბეშქენ მახუნჯაგის ძის, გურკელელის შთამომავალი) თანამეცხედრე. ულუ დავითის აჯანყების (1260) ეპიზოდის გადმოცემისას ჟამთააღმწერელი ივანეს გრიგოლ სურამელთან და კახა თორელთან ერთად ასახელებს, მაგრამ მანდატურთუხუცესეად მოიხსენიებს 1260-იანი წლების ბოლოს. 1271-1272 წწ-ში იგი მონღოლებმა დემეტრე II-ს თან გააყოლეს ურდოში, 1284 წ-ის ახლო ხანებში კი თან ახლდა დემეტრეს არღუნ ყაენის წინააღმდეგ ლაშქრობაში.



წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 259, 269; 310, 313, 31; ჯოჯუა, გაგოშიძე 2012/2013: 374-375.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები