იზორია ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან იზორია

ლევან იზორია – (Levan Izoria), ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი, 2020 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დაიბადა 5 თებერვალი, 1974 წელი.

განათლება:
1991-1996 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. წარჩინებით;
1998-1999 – გერმანიის გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა; მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი. უმაღლესი შეფასებით;
2002 – გერმანიის გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. უმაღლესი შეფასებით.

სამუშაო გამოცდილება:
1995-1998 – ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი;
1999-2002 – გერმანიის ქალაქ გიოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე;
2002-2018 – მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
2002-2005 – ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი;
2003-2004 – გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;
2004-2006 – შსს-ს აკადემიის რექტორი;
2006-2007 – საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
2007-2009 – მეცნიერმკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში, ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი;
2009-2011 – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;
2009-2011 – კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი;
2010-2011 – მეცნიერ-მკვლევარი ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში;
2011-2014 – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
2012-2015 – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2015-2016 – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
2016-2019 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
2019-2020 – საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
2019-2020 – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2020 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ფლობს: გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები