იმპრესიონიზმი თეატრალურ ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპრესიონიზმი (ფრანგ. impression – შთაბეჭდილება) – ხელოვნების მიმდინარეობა, რომლის უმთავრესი ნიშნებია: მკაფიო ფორმის უქონლობა, სინამდვილის ასახვა წყვეტილად, მყისიერი შთაბეჭდილების და მოულოდნელი შტრიხების დაფიქსირება. ასეთი დანაწევრებულობის მიუხედავად, იმპრესიონისტული ნაწარმოების აღქმის პროცესში, ცხადი ხდება მოვლენათა ფარული კომპოზიციური კავშირი და ყალიბდება აღქმისა და შეგრძნების მთლიანობა.

იმპრესიონიზმის ნიშნებით აღბეჭდილია მე-19 ს. ბოლო პერიოდის და 20 ს. I ნახევრის არაერთი გამოჩენილი რეჟისორის თუ მსახიობის შემოქმედება. ა. ანტუანის შემოქმედების ბოლო პერიოდის ძიებანი, ო. ბრამის, მ. რეინჰარდტის და ფ. კომისარჟევსკის ზოგიერთი სპექტაკლები, მსახიობების: გ. რეჟანის, ს. მოისის, გ. ეიზოლდტის, პ. ორლენევის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები იმპრესიონისტული ეფექტები ფართოდ იყო გამოყენებული XX ს. მე-2 ნახევარში ექსპერიმენტულ სპექტაკლებშიც (რ. ვილსონი, კ. ბენე და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები