ინსტალაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინსტალაცია – (ინგლ. installation – განთავსება, დაყენება, მონტაჟი) – თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ცენტრალური ცნება. გულისხმობს, ჩვეულებრივ, სივრციერ კომპოზიციებს, აგებულს ან შეკრებილს (დამონტაჟებულს) სხვადასხვა საგნებისა და ნივთებისაგან. ზოგიერთ მათგანს ქმნის მხატვარი ზოგი კი აღებულია მზა სახით უტილიტარული მოხმარების საგნებიდან.

ინსტალაცია XX პოსტ-კულტურული არტეფაქტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მასში ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმართულების ხელოვანები. ინსტალაციის მხატვრული მიზანია ექსპოზიციური სივრცის გარკვეულ მონაკვეთში შექმნას განსაკუთრებული მხატვრულ-აზრობრივი კონტექსტები, კომპოზიციები (და ა.შ.) ბოლო ათწლეულში შესამჩნევად განვითარდა ვიდეო და კომბინირებული ინსტალაციები, რომელშიც შეტანილი როგორც სტატიკური ობიექტები, ისე ყოველგვარი ფოტო, კინო, ვიდეო-ელემენტები, კომპიუტერული, ლაზერული დანადგარები, თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სხვა სიახლენი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები