ინსტრუმენტული ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინსტრუმენტული ფოლადი – მაღალი სიმაგრის, სიმტკიცისა და ცვეთამედეგობის ფოლადი სხვადასხვა ინსტრუმენტის ან მისი სამუშაო ნაწილის დასამზადებლად. დაბალსიჩქარიანი საჭრელი ინსტრუმენტისათვის, როცა დასამუშავებელი დეტალის ნაწიბური ცხელდება 200-300°C, გამოიყენება ნახშირბადიანი ფოლადი (0,6-1,3% ნახშირბადის შემცველობით), უფრო მაღალი სიჩქარის ჭრის დროს – ლეგირებული ფოლადი, რომელიც შეიცავს ქრომის, ვოლფრამის, ვანადიუმისა და სხვა ელემენტების დანამატებს, მათ შორის სწრაფმჭრელი ფოლადი 9 ან 18% ვოლფრამის დანამატით, რომელიც გამოირჩევა მაღალი წითელმედეგობით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები