იალღუზიძე იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოანე იალღუზიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იალღუზიძე იოანე − ნამდვილი სახელი იოანე გაბარათი. (1775 − სოფ. ზალდა – 5 (17). აგვისტო 1830, თბილისი), ოსი პოეტი, პედაგოგი და სასულიერო მოღვაწე.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. ერეკლე II-ის შუამდგომლობით მიაბარეს დავითგარეჯის მონასტერში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. საზოგადოებრივი საქმიანობა დაიწყო გადამწერობით (ორჯერ გადაუწერია ვეფხისტყაოსანი). 1815-21 მუშაობდა თბილისში, ოსეთის სასულიერო კომისიაში თარჯიმნად. ქართულიდან ოსურად თარგმნა სასულიერო წიგნები: „საცისკრონი ლოცვანი“ (ლოცვანი, კატეხიზმოსი და მოკლე ქრისტიანებრი ზნეობითი სწავლა“, ტფ., 1820); „გამოკრებილი კურთხევანი“ („დაიბეჭდა გამოკრებილი ესე კურთხევანი ქართულსა და ოსურსა ენასა ზედა მოსკოვს“, 1824). იალღუზიძეს უთარგმნია ოთხთავი (დაცულია ხელნაწერი). 1820-იდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ოს ბავშვებს ასწავლიდა რუსულ და ქართულ ენებს. 1820 ქართული გრაფიკის (ნუსხურისა და მხედრულის) საფუძველზე შეადგინა ოსური ანბანი, ხოლო 1821) – პირველი საანბანო წიგნი ოსურ ენაზე. იალღუზიძის პოეტური შემოქმედებიდან აღსანიშნავია პატრიოტული პოემა „ალღუზიანი“ (1885, ქართულ ენაზე).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები