კავკასიური ზამბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
250პქკავკასიური ზამბახი

კავკასიური ზამბახი - (Juno caucasica Klatt.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარე ივითარებს ტუბერ-ბოლქვებს. ღერო შეფოთლილია. ფოთლები ბრტყელია, ნამგლისებურად მოღუნული და ვიწრო, მოთეთრო არშიით შემოვლებული. ყვავილი მკრთალი ყვითელი ფერისაა, რიცხვით – უმრავლეს შემთხვევაში 1-2. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ზევითაა აღმართული, ძლიერ დაპატარავებული. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, სტეპებში, ხნულებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები