პისარო კამილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კამილ პისარო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამილ პისარო. ტყის პეიზაჟი ერმიტაჟში, პონტუაზი, 1878; ტილო, ზეთი, 46.5 X56 სმ.

კამილ პისარომხატვარი, იმპრესიონისტი. კლოდ მონეს თანამოაზრე, რომელმაც პეიზაჟის ახლებური, ურბანული და რურარული ცხოვრების ეპიზოდების გამაერთიანებელი იმპრესიონისტული პეიზაჟები შექმნა. პისაროს ზოგ პეიზაჟზე მხოლოდ რურარული ხედებია ასახული, მაგრამ მათი უმეტესობა სოფლად ჩასულ ქალაქელებს, ასევე, პატარა ქალაქებს ან ქალაქის ირგვლივ გაშენებულ ფაბრიკებს ასახავს, თითქოს ქალაქი სოფლად შეჭრილიყოს. წარმოშობით ფრანგი, პისარო ვესთ ინდოეთში, კარიბის ზღვის აუზის ჰოლანდიის ერთ-ერთ კოლონიაში დაიბადა. 1850-იანი წლებიდან ადრეულ 1860-იან წლებამდე იგი ხელოვნებას პარიზში სწავლობდა. 1870 წელს მონესთან ერთად ლონდონში ყოფნისას მან გაიზიარა ის მხატვრული პრინციპები, რომლებმაც მოგვიანებით იმპრესიონიზმის სახელით ცნობილ მიმდინარეობაში შეისხა ხორცი. ინგლისში ორივე მხატვარი ერთად მუშაობდა; ორივე ფერისა და ტონალობის გამძაფრებით, თავისუფალი მონასმებით ცდილობდა აღებეჭდა ის, რასაც პისარო "პლენერულ სინათლეს და წამიერ ეფექტს" უწოდებდა.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ პისარო პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა მთაგორიან სოფელში პონტუაზში დასახლდა, სადაც იგი 1870-იან წლებში მუშაობდა. პისარო იყენებდა ნათელ ფერებს, წერდა მოკლე მონასმებით, რათა სინათლისა და ატმოსფეროს ცვალებადობის ნიუანსები გადმოეცა. 1870-იანი წლების ბოლოს პისაროს ტილოები უფრო მუქი კოლორიტით გამოირჩევა და უფრო კომპლექსური ხდება. მაგალითად, მის ნამუშევარში "ტყის პეიზაჟი" ერმიტაჟში, პონტუაზი წინა პლანზე გამოსახული ხეები ნაწილობრივ ფარავს ტყეში გამავალ ბილიკს და სოფლის ხედს, ნიღბავს სურათის ქვედა მარცხენა კიდეში გამოსახულ ფიგურას, რაც ერთგვარად აფერხებს სივრცის აღქმას და სიბრტყობრიობას ანიჭებს სურათს. პისარო აქ სქელი, ხშირი, სხვადასხვა მხარეს მიმართულ მონასმებს იყენებს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები