კაპანელი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია), – (1889-1992), ქართული ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნების წარმომადგენელი, დაიბადა სოფელ კაპანაში (აბაშის რაიონი). სწავლობდა ნანსის სორბონისა და გრენობლის უნივერსიტეტებში (საფრანგეთი). დაასრულა გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი, იკვლევდა ლიტერატურის, ხელოვნების, ესთეტიკის საკითხებს. მან სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნა აგრეთვე რუსთაველის ფილოსოფიასა და ქართულ კულტურასთან მისი დამოკიდებულების პრობლემებს.

კონსტანტინე კაპანელმა შემოიტანა და განავითარა სიცოცხლის ფილოსოფიისა და ირაციონალიზმის ნაკადი ქართულ კულტურაში, რომლის საფუძველზე შექმნა ორგანიცისტულ-ბიოლოგისტური ხასიათის მოძღვრება „ორგანოტროპიზმის“ სახელწოდებით. განიცადა ნიცშესა და ბერგსონის ძლიერი გავლენა. კაპანელის ორგანოტროპიზმი ორიგინალური თეორიაა. კ. კაპანელის აზრით, სამყარო არის ორგანულ ფორმათა განუწყვეტელი ურთიერთგარდაქმნის ირაციონალური პროცესი, რომლის გამოხატვა ლოგიკურ-რაციონალური მეთოდებით შეუძლებელია. ამ პროცესს რაიმე მიმართულება, გზა და საზრისი არ გააჩნია. მისი წვდომა შესაძლებელია მხოლოდ განცდების მეოხებით. ადამიანი ტრაგიკული არსებაა, მას ყოველთვის წარმავლობის ბეჭედი აზის. „წარმავლობის“ სევდა და მისგან მომდინარე პესიმიზმი და ნიპჰილიზმი არის ის ძირითადი მოტივი. რომელიც კ. კაპანელის მთელ მსოფლმხედველობას განმსჭვალავს.

კონსტანტინე კაპანელი, უწინარეს ყოვლისა, ხელოვნებათმცოდნე და ესთეტიკოსია. მან სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზის მეთოდის მომარჯვებით გამოიკვლია ქართული სული ესთეტიკურ სახეებში, გააანალიზა მთელი ქართული ლიტერატურა, აჩვენა მხატვრულ სახეთა სოციალური წარმომავლობა. მან სოციალური ფსიქოლოგია გამოიყენა ქართული კულტურისა და გონის შესწავლის საქმეში.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები