კბილა გადაცემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კბილა გადაცემა

კბილა გადაცემა – მექანიზმი, რომლის დანიშნულებაა ბრუნვითი მოძრაობის გადაცემა ლილვებს შორის და მათი ბრუნვის სიხშირეების შეცვლა. შედგება წყვილებისაგან: კბილათვალი – კბილანა; კბილათვალი – ლარტყა; ჭიათვალი – ჭიახრახნი. მარტივი ერთსაფეხურიანი კბილა გადაცემა შედგება წამყვანი და მიმყოლი თვლებისაგან, ხოლო მრავალსაფეხურიანი წარმოიქმნება თანამიმდევრობით შეერთებული რამდენიმე ერთსაფეხურიანისაგან. კბილების სახის მიხედვით იგი არის სწორკბილებიანი, ირიბკბილებიანი და შევრონული (კომბინირებული), ხოლო ბრუნვის ღერძების განლაგების მიხედვით – ცილინდრული, პარალელური ღერძებით; კონუსური – მართობული და ჰიპერბოლოიდური – გადაჯვარედინებული ღერძებით კბილა გადაცემა შეიძლება ჩადგმულ იქნეს მანქანაში, მოწყობილობაში ან შესრულებულ იქნეს როგორც დამოუკიდებელი აგრეგატი – რედუქტორი. მას მიეკუთვნება სიჩქარის კოლოფები, პლანეტარული გადაცემები, დიფერენციალური მექანიზმები და სხვ., აგრეთვე ტალღური გადაცემები მოქნილი კბილათვლებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები