კეისარი (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეისარი – სანამ ქრისტე ცოდვილ დედამიწას დატოვებდა და ცად ამაღლდებოდა, ქვეყნიერება საპატრონებლად კეთილშობილ და ღვთისმოსავ კეისარს ჩააბარა. კეთილად და სიმართლით მართავდა კეისარი ქვეყნიერებას. მაგრამ თანდათან კეისარს ამპარტავნება შეეპარა, გაბუდაყდა, მიატოვა სიკეთისა და სამართლიანობის გზა და ბოროტებისკენ გადაიხარა. და ერთხელაც, როცა კეისარი ეკლესიაში შევიდა, ეკლესიის კარი მის უკან კლდედ იქცა და კეისარი ჩაიკეტა ეკლესიაში, და დღემდე იქ არის ჩაკეტილი. მაგრამ დადგება დრო, როცა კეისარი მოინანიებს თავის დანაშაულს და ცოდვებს, კლდე გაიღება და ისიც გათავისუფლდება ტყვეობისგან. გამოვა, კვლავ დაჯდება სამეფო ტახტზე და კვლავინდებურად სვიანად და ბედნიერად იმეფებს. ხომ ნათქვამია რჯულში: კეისარს კეისრისაო.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები