კერპბორგნეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერპბორგნეული – კერპისეული, კერპისგან აღტკინებული, კერპობის დამახასიათებელი, წარმართულ ღვთაებათა თაყვანისცემის გამომხატველი. გამოთქმა ნახმარია 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლების წერაში“ და წარმართობასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ასახავს. „ძეგლის წერის“ სიტყვით: „ესენი (ათორმეტნი მოწაფენი, მოციქულნი) ვითარცა შარავანდედნი მზისა მის სიმართლისანი განეფინნეს რაი კიდეთა ქუეყანისათა ყოველი ნივთი კერპბორგნეულისა უღმრთოებისაი მახვილითა სულისაითა მოჭრეს და ცეცხლითა სარწმუნოებისაითა მოწუეს და ერქუნითა ჯუარისაითა მოიორნატნეს გულნი შემწყნარებელთა კაცთანი”. აქ მიუკიბ-მოუკიბავად ნათქვამია, რომ ქრისტიანობის სახელით ყოველივე წარმართული, კერპისეული და კერპობისაგან მთაგონებული მოისპო. კერპბორგნეულში წარმართობის დროის ფოლკლორიც არის ნაგულისხმევი ულმობელ ჭიდილში ბევრი ძეგლი დაიღუპა, რაც გადარჩა – გადასხვაფერდა და მეცნიერებას საშუალება აღარ აქვს ზუსტად აღადგინოს მათი პირვანდელი სახე. ამ ისტორიულ იდეოლოგიურ ბრძოლაში ახალი სიტყვიერება წარმოიშვა. ეს იყო უმთავრესად ქრისტიანული კულტით შთაგონებული სიტყვიერება, პოეზია და პროზა, თეატრალიზებული მისტერიები.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • თ. ქორდანია, ქრონიკები, II, გე. 75;
  • ი. ჯავახიშვილი, ქართ. მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938;
  • მ. ჩიქოვანი ქ. სიტყვ. ისტ., 1956, გვ. 81-93.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები