კეშელავა ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ კეშელავა

ვარლამ კეშელავა – დაიბადა 1930 წლის 14 ნოემბერს ქ. გაგრაში. — ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.

განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1957).

სამუშაო გამოცდილება

  • 1975-1998 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე;
  • 1999 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
  • ეწეოდა სამეცნიერო და ჟურნალისტურ საქმიანობას.
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მოწვევის დეპუტატი.
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები