კეცი (ჭურჭელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეცი – თიხისაგან დამზადებული საცხობი, მრგვალი და ღრმა, დაახლოებით ხუთი-შვიდი სანტიმეტრი სიღრმის თიხის ჭურჭელი.

აჭარაში ბოლო დრომდე მჭადის საცხობი კეცები ფართოდ იყო გავრცელებული. მას ძირითადად თიხისაგან ამზადებდნენ, თუმცა გავრცელებული იყო ქვისაგან გამოთლილი კეცებიც. ისინი მხოლოდ ზომის მიხედვით განსხვავდებოდნენ: დიდი კეცი, პატარა კეცი, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობითა და გამომცხვარი მჭადის საჭიროებით განისაზღვრებოდა. კეცის ნაირსახეობა იყო შეხურვილი კეცი (ყურებიანი კეცი).


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები