კინემატოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინემატოგრაფია – კულტურისა და სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც ახორციელებს კინოფილმების წარმოებას და მაყურებელთათვის მათ ჩვენებას. კინოტექნიკის განვითარება გავლენას ახდენს კინოხელოვნების სტილზე, მხატვრულ მიმართულებაზე, ხოლო ხელოვნება თავის მხრივ, გარკვეულ ამოცანებს სახავს კინოტექნიკის წინაშე.

კინემატოგრაფიის განვითარების ეტაპებია: ე. წ. მუნჯი კინო, რომელიც არსებობს კინემატოგრაფის გამოგონების დროდან (1895); ხმოვანი კინო, რომელიც თითქმის საყოველთაოდ გავრცელდა 1927–1929 წლებიდან; ფერადი კინო (1933–1945), სტერეოსკოპული (1935–40); პანორამული (1952), ფართოეკრანიანი კინო (1953) და ფართოფორმატიანი სტერეოფონული ხმით (1955); სტერეოკინო, რომელიც კინემატოგრაფიის ყველა სხვა სახეობისაგან განსხვავდება გამოსახულების მოცულობით.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები