კინოგადაღების აუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინოგადაღების აუზი — წყლის ხელოვნური აუზები გვხვდება კინოპავილიონებში და ნატურაზე. კინოგადაღების აუზით ძირითადად სარგებლობენ სამსახიობო ეპიზოდებისა და კომბინირებული გადაღებისათვის. კინოგადაღების აუზი პავილიონში იმართება იატაკებში მოწყობილ ჰიდროიზოლირებულ სათავსოებში, რეზინისა და ბრეზენტის აბაზანებში. ზევიდან იგი გადახურულია იატაკის დონეზე მოწყობილი მოსახსნელი სახურავით. გადაღების დროს სახურავი იხსნება და აუზი წყლით ივსება. კინოგადაღების აუზი აღჭურვილია ტალღისა და ქარის წარმომქმნელი მოწყობილობებით. ტალღააღმძვრელები მოქმედებაში მოჰყავთ ელექტროძრავებსა და ისინი ქმნიან მღელვარე ზღვის იმიტაციას. ასეთი აუზები აღჭურვილია აგრეთვე ძლიერი ქარსაბერებით, რომლებიც წყლის ზედაპირზე ქმნიან ჭავლს. თანამედროვე კინოგადაღების აუზი, როგორც წესი აღჭურვილია ილუმინატორებით წყალქვეშა გადაღებისათვის.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები