ქავდასარდთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კუმაიაგი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქავდასარდთა ირ., კუმაჲაგ-ი დიგ. (ოს. Кæвдæсардтæ – „ბაგაში დაბადებულნი“, къумайаг) – ოსური გლეხობის ერთ-ერთი უმდაბლესი ფენა, რომელსაც ხასებისაგან ე. წ. ნომილუსებისაგან დაბადებული დიდგვაროვანთა შვილები (შთამომავლებითურთ) განეკუთვნებოდნენ. ქავდასარდები მამა-ფეოდალთა საკუთრებას წარმოადგენდნენ და მათი გასხვისება (გაყიდვა ან გასაჩუქრება), როგორც წესი, არ ხდებოდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეცხოვრათ იქ, სადაც უბრძანებდნენ და ეკეთებინათ ის, რასაც დაუწესებდნენ. მამის სიკვდილის შემდეგ, მართალია, მათ უფლება ჰქონდათ მიეღოთ მიწის მცირე ნაკვეთი (ქავდასარდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკუთვნოდათ მამის ქონება, თუ ამ უკანასკნელს კანონიერ ცოლთან შვილი არ ჰყავდა), მაგრამ დამოკიდებულ გლეხებად რჩებოდნენ და თავიანთი მამის კანონიერი მემკვიდრეებისათვის ბეგარა უნდა ეხადათ. ქავდასარდები ერთმანეთში ქორწინდებოდნენ, მაგრამ ქალები, ზოგჯერ შედარებით მაღალი კატეგორიის გლეხებზეც თხოვდებოდნენ.

XIX საუკუნეში ქავდასარდთა ფენა გლეხობის 25% შეადგენდა და არსებობდა 1867 წლამდე ანუ კავკასიაში გლეხთა რეფორმის დასრულებამდე.


ლიტერატურა

  • Ковалевский М. М. Современный обычай и древний закон: в 2 т. М., 1886. Т. I;
  • Скитский Б. В. Очерки истории горских народов. Избранное. Орджоникидзе, 1972;
  • Кобахидзе Е. И. Общественный строй // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები