ლაბირინთიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაბირინთიტები — ამ ტერმინის ქვეშ შიდა ყურის ანთებითი დაავადებები იგულისხმება. ანთების გავრცელება შესაძლოა იყოს დიფუზური, როდესაც მთელი ლაბირინთი მწვავედ ანთებადია და ლოკალური, როდესაც ანთება შემოფარგლულია.

ინფექციური ლაბირინთიტი ორმაგი რისკის მატარებელი პათოლოგიაა; მან შეიძლება გამოიწვიოს ინტრაკრანიალური გართულება და ლაბირინთული დისფუნქცია.

სარჩევი

შემოფარგლული ლაბირინთიტი

ასეთი ლაბირინთიტები ვითარდება მომიჯნავე ძვლოვანი სტრუქტურების, ოსტეიტების დროს, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ძვალზე მიმდინარე ანთებითი პროცესი გავლენას ახდენს ლაბირინთზე, აზიანებს მის ძვლოვან კაფსულას და იწვევს ლაბირინთის გაღიზიანებას.

როგორც წესი, ასეთი დაზიანება ლატერალური ნახევარრკალოვანი არხის დონეზე ხდება და თან ახლავს ან მასტოიდური ძვლების ქოლესტეატომას ან მასტოიდიტს.

მისი გამოვლინება მწვავეა ან, ქრონიკულად მიმდინარე.

მაპროვოცირებელი მოქმედებებია: თავის სწრაფი მოძრაობა, ტრაგუსის კომპრესია. ხოლო კლინიკურად გამოიხატება – ვერტიგოთი, წონასწორობის დაკარგვით ან სივრცეში „მჩატედ“ ყოფნის შეგრძნებით.

როდესაც ასეთი კლინიკური ნიშნები გვაქვს, ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია, რადგანაც, ლაბირინთის დესტრუქციის შემთხვვაში, არსებობს კოფოზის (სმენის სრული დაკარგვა) განვითარების დიდი რისკი.

მწვავე ლაბირინთიტები

ამ ლაბირინთიტებს ახასიათებს უეცარი წამოწყება, დიფუზურად მიმდინარე ანთების გამო. იგი გვხვდება შემდეგი პათოლოგიების გართულების შედეგად:

ბაქტერიული, მწვავე ოტიტები;
— ქოლესტეატომური, ქრონიკული, ბაქტერიულად გამწვავებული ოტიტები;
— ოვალური სარკმლის ქირურგიული ჩარევები (ოტოსკლეროზის ოპერაცია), ოსიკულოპლასტიკები;

სეროზული ლაბირინთიტები

ეს დაავადება ოტიტის გართულებად შეიძლება ჩაითვალოს. დიაგნოზი მხოლოდ ამ დაავადების გართულების შემდგომ ისმება.მისი დაწყება შუა ყურის დაავადების შიდა ყურზე გადასვლის გამო ხდება, რასაც ლაბირინთიზაციას ვეძახით. ვერტიგო, ნისტაგმი დაავადებულ მხარეს და სმენის დაქვეითება – ამგვარ კლინიკას ვხვდებით ამ დროს.

აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია, რაც, შესაძლოა, განკურნებით დამთავრდეს. თუმცა, თუ სეროზული ლაბირინთიტი ჩირქოვანში გადავიდა, მაშინ შესაძლოა კოხლეო-ვესტიბულარული სისტემის მთლიანი მოშლა განვითარდეს, რაც სიყრუეს და დამაინვალიდებელ ვერტიგოს დატოვებს.

ჩირქოვანი ლაბირინთიტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ტიპის ლაბირინთიტი ძალიან სერიოზული დიაგნოზია. მას, უმეტესწილად, ახლავს კოხლეო-ვესტიბულარული სისტემის ფუნქციის მოშლა, რაც გამოიხატება:

— როტაციული ვერტიგოთი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება;
— ვესტიბულარული დესტრუქციის ნიშნებით – კონტრლატერალური ნისტაგმი ანუ დაზიანებული მხარის საწინააღმდეგო ნისტაგმი;
— კოფოზი;

მკურნალობა, ძირითადად, ანტიბიოტიკოთერაპიას გულისხმობს, რაც ინტრაკრანიალური გართულების – მენინგიტის საწინააღმდეგოდ ინიშნება.

ჩირქოვანი ლაბირინთიტი, მენინგიტი და კოფოზი

ინფექციამ ლაბირინთიდან შიდა სასმენი მილით ან, იშვიათ შემთხვევაში, ლოკოკინას აკვედუკის (წყალსადენის) მეშვეობით, შესაძლოა შეაღწიოს სუბარაქნოიდულ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგიტი.

ამავე გზით, თუმცა უკუსვლით, შესაძლოა მოვახდინოთ ინფექციის პროპაგაცია ლოკოკინაში და ლაბირინთში რაც ადვილად ხსნის ჩირქოვანი მენინგიტის მიზეზით ჩამოყალიბებულ კოფოზს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები