ლაგამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგამი

ლაგამი - აღვირზე რგოლებით დამაგრებული ორნაწილიანი მეტალი, რომელიც ცხენს ამოედება პირში და მისი მეშვეობით მხედარი ცხენს აჩერებს ან აძლევს მიმართულებას. ზოგჯერ ლაგამს უკეთებდნენ ხორკლებს, რათა მართვის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო.

ლაგამ-აღვირი ხშირად შემკული იყო ძვირფასი თვლებითა და ვერცხლის სევადით.... „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“ (ვეფხისტყ.). საბა ლაგამს საკბილავს უწოდებს.

ქართველ არქეოლოგთა ვარაუდით, ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ჩნდება ლითონის ლაგმები; ბრინჯაოსაგან დამზადებული ეს ლაგმები დაკბილულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ლაგამასხმული ცხენი ძნელად დასამორჩილებელ-გასახედნავი უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, ცხენის აღკაზმულობა. კრბ. ოჩხარი, 2007.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები