ლაზერული შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზერული შედუღება

ლაზერული შედუღებაშედუღების სახეობა, სადაც სითბოს წყაროა ლაზერის სხივი. ასეთი ხერხით მიღებული შედუღების ნაკერი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, შესადუღებელ ელემენტებში არ ჩნდება ბზარი, რადგან შედუღების პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ენერგიის დიდი კონცენტრაციის პირობებში და ტემპერატურის ლოკალიზაციით ნაკერის გასწვრივ. ლაზერული შედუღება ხდება ჰაერზე ყოველგვარი დამცავი გარემოს გარეშე, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ დიდგაბარიტიანი სამშენებლო კონსტრუქციების შედუღება საქარხნო პირობებში თუ ობიექტზე. ლაზერული სხივი ადვილად იმართება და რეგულირდება, ტრასპორტირებადია სარკეების ოპტიკური სისტემით და მისაწვდომია კონსტრუქციის ყველაზე მოუხერხებელ და ძნელად მისადგომ ადგილებში შედუღების საწარმოებლად. მასზე არ მოქმედებს მაგნიტური ველი, რაც უზრუნველყოფს შედუღების ნაკერის სტაბილურ ფორმი-რებას. სხივის მისაღებად გამოიყენება ნებისმიერი სახის ლაზერული დანადგარი.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები