ლაკონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაკონიზმი – აზრის მოკლედ გამოთქმა, სათქმელის მკაფიო, სხარტი ჩამოყალიბება.

ლაკონიის მიწად მოსახლე სპარტელები გამოირჩეოდნენ სათქმელის მოკლედ და სხარტად გამოხატვის უნარით. მათი მახვილგონივრული გამონათქვამები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ხშირად მხატვრულ ქმნილებებშიც ისახებოდა. ნიმუშად წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ ნაუბარს: ერთხელ მაკედონელთა მეფე სპარტელებს დაემუქრა: „თუ გადმოვლახე პელოპონესოსის სამანები, სპარტას გავანადგურებო“. სპარტელებმა კი ასე შეუთვალეს: „თუ!“.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები