ლამაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამაზა

ლამაზა – (Silene compacta Fisch.); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophyllaceae). ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხასიათდება მარტივი ან, იშვიათად, ზედა ნაწილში დატოტვილი 20-70 სმ სიმაღლის ღეროთი. ქვედა ფოთლები ნიჩბისებურია, ღეროსეული – კვერცხისებურ-ლანცეტა, მჯდომარე, ღერომხვევი. ყვავილედი კენწრულია, თავაკისებური ან ფარისებური. ყვავილი კაშკაშა მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე: ტყის პირას, ღორღიან ადგილებზე, რიყნარებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები