ლეკტიე (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეკტიე

ლეკტიე(Le Lectier).მსხლის ჯიში ლეკტიე ფრანგული წარმოშობისაა, მიღებულია ქ. ორლეანში, ერთ-ერთი მებაღის – ლეზუეერის მიერ. ჩვენში ეს ჯიში თითო-ოროლა ხის სახით გვხვდება, ისიც მხოლოდ ქართლში. ხე საშუალო ტანისა იზრდება, ინვითარებს განივ პირამიდულ ვარჯს.

ნაყოფი მსხვილი აქვს, ლამაზი მსხლისებრი მოყვანილობისა, ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, მსხვილი გახევებული, მოღუნული, ზის ნაყოფის ხორცის ზევიდან.

ჯამი ღია ან ნახევრად ღიაა და ზის განიერ და არაღრმა ღრუში.

ნაყოფის კანი გლუვია, ნაზი, მწვანე, სრულ სიმწიფისას ნამჯის ფერისაა, შიგადაშიგ ჟანგაროს ხალებით. მზის მხარეზე ინვითარებს მკრთალ ვარდისფერ ლოყას.

ნაყოფის ხორცი თეთრია, მდნარი, ტკბილი, ნაზი და სასიამოვნო სურნელების. გემოს მხრივ მისი შედარება შეიძლება ძვირფას მსხლის ჯიშებთან, როგორიცაა ჟოზეფინა დემალინი და სხვა.

ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში.

ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს: ადრეულა ყვავილობა, კომშის საძირის მიმართ კარგი აფინიტეტობა, გვიანი ნაყოფიერება, უხვი მოსავლიანობა.


ნაყოფის სიმსხოს და მასთან ბოში ყუნწის გამო ქარიან ადგილებში ლეკტიეს გაშენება არ შეიძლება. ლეკტიე ეკუთვნის ზამთრის საუკეთესო სუფრის ჯიშებს და მეტად მისაღებია ბაღის მოყვარულთა ნარგავებისათვის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები