ლემზირ ქორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლემზირ ქორა - (სვან.), სახლის მფარველის სახელზე შესაწირი კვერი.

ამ რიტუალის შესრულების დროს ქალების მიერ ორი სახის შესაწირი პური ცხვებოდა. ერთი - სახლში მყოფთათვის („ქორა მერდესათვის“), სახლის კედელში ჩასადებად, ხოლო მეორე - კერა ლემზირ - კერიის კვერი, კერიის ფეხებთან შესაწირად.

ქორა მერდესათვის განკუთვნილი ლემზირი პატარა იყო და მას კოკორალ-ს უწოდებდნენ. პურის მცხობელი ქალი (მერბიელი) პატარა კვერს წაიღებდა სახლის კუთხეში დატანებულ ხვრელთან,რომელიც ქვით იყო დახურული და აქ ევედრებოდა ქორა მეზირ-ს ოჯახის ბედსა და ბარაქას და ძროხების წველადობის გადიდებას, შედებდა შიგ ლემზირს და ისევ დახურავდა ქვით, იმ რწმენით, რომ ქორა მუზები ანუ სახლის მჭამელი აუცილებლად შეჭამდა მას.

მეორე ლემზირ-ს კერიასთან შეავედრებდა დაჩოქილი მერბიელ-ი. კერიას წინა მარჯვენა ფეხის გარშემო სამჯერ შემოავლებდა და თან ევედრებოდა, რაც შეიძლება ხმადაბლა, ოჯახის ბარაქისა და ძროხების წველადობის გადიდებაზე. ამ ლემზირს მხოლოდ ქალები შეექცეოდნენ.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები