ლომია გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლომია

გიორგი ლომია – დაიბადა 1975 წლის 10 მაისს ქ. თბილისში. — იურისტი და პოლიტიკოსი.

განათლება – დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი გზის“ გენერალური დირექტორი (2003-2012)
  • ქ. თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი (2005-2006)
  • საქართველოს სპორტსმენთა ლიგის“ გენერალური დირექტორი (2006-2016)
  • საქართველოს „კიოკუშინკაი კარატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2007-2016)
  • „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი (2011-2012)
  • პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში (2013-)
  • „საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის“ საპატიო პრეზიდენტი (2017-)
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ - ფრაქციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020-2021): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები