ლორთქიფანიძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე კონსტანტინე — (1905 – 1986), პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. ლექსების წერა მოწაფეობის წლებში დაიწყო. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული – 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944 წლებში იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „ცისკარს”, 1977 წელს დაინიშნა ალმანახ „განთიადის” მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა „ნაკადულის” დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს შევჩენკოს, მიცკევიჩის, ელუარის, მაიაკოვსკის, ფრანკოს, აბოვიანის, ისააკიანის, ისიკავა ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის — „დავით სასუნცის” — რამდენიმე თავი.


ისიკავა ტაკუბოკუ
თარგმნა კონსტ. ლორთქიფანიძემ
* * *
ერთხელ ხუმრობით
დედაჩემი მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.
* * *
კომას ნისლიან ველ-მინდორზე
სადგურის ახლოს
მღერის ათასი ჭრიჭინობელა...
ვინ მეტყვის − რატომ?
რა ემღერებათ?
* * *
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ −
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები