ლოუჩი ქენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქენ ლოუჩი

ქენ ლოუჩი – (დაიბადა 1936 წელს ქ. ნანითონში, დიდი ბრიტანეთი) – ბრიტანელი კინორეჟისორი, ევროპული მწვავე სოციალური კინოს კლასიკოსი. კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი. მისი ფილმები გამოირჩევა თითქმის სატელევიზიო ოპტიკით გამსხვილებული მკაცრი პარადოკუმენტური რეალიზმით.

მოკლე ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1970 – „კესი“ (კარლოვი-ვარის სკფ. ბროლის გლობუსი)
  • 1979 – „შავი ჯეკი“ (კანის სკფ. ფიპრესის პრიზი პარალელურ სექციებში)
  • 1990 – „საიდუმლო გეგმა“ (კანის სკფ. ჟიურის პრიზი; ეკუმენური (ქრისტიანული) ჟიურის პრიზი)
  • 1991 – „საზოგადოების ნაძირალები“ (კანის სკფ. ფიპრესის პრიზი)
  • 1993 – „ქვების სეტყვა“ (კანის სკფ. ჟიურის პრიზი)
  • 1994 – ვენეციის სკფ. მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის წმინდა მარკოზის ოქროს ლომი)
  • 1996 – „დედამიწა და თავისუფლება“ (საფრანგეთის კინოაკადემიის პრიზი სეზარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2006 – „ქარი, რომელიც არხევს მანანას“ (კანის სკფ. „ოქროს პალმის რტო“)
  • 2012 – „ანგელოზების წილი“ (კანის სკფ. ჟიურის პრიზი; სან-სებასტიანის სკფ. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი საუკეთესო ევროპული ფილმისთვის)
  • 2014 – „ბერლინალეს“ საპატიო ოქროს დათვი.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები