ლუი ჟიროდე-ტრიოზონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ლუი ჟიროდე-ტრიოზონი. ჟან ბატისტ ბელეს პორტრეტი, 1797; ტილო, ზეთი, 1.59X1.13 მ. ვერსალის სასახლის ნაციონალური მუზეუმი

ჟიროდე-ტრიოზონი დავიდი – (Anne-Louis Girodet-Trioson, 1767-1824), ჟაკ ლუი დავიდის მოსწავლე. რაც აშკარად მჟღავნდება ჟიროდე-ტრიოზონის მიერ შესრულებულ ჟან ბატისტ ბელეს პორტრეტში . მასში დავიდის ადრეული სტილისთვის დამახასიათებელ თავშეკავებულ ფერადოვნებასა და ლაკონიურ კომპოზიციასთან ერთად, თავისებური მსუბუქი ელეგანტურობაც შეიმჩნევა. დავიდის ნამუშევრების მსგავსად, ამ პორტრეტსაც პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

სენეგალში დაბადებული ბელე (1747?-1805) ყოფილი მონა იყო, რომელიც სან დომინგოს კოლონიამ (ახლანდელი ჰაიტი) პარიზში, საფრანგეთის კონვენტში თავის წარმომადგენლად გაგზავნა. ჰაიტის 1791 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც აფრიკელმა მონებმა საფრანგეთის კოლონიური ძალაუფლება დაამხეს, სან დომინგო პირველი რესპუბლიკა იყო, რომელსაც გათავისუფლებული აფრიკელი მონები მართავდნენ. 1794 წელს ბელემ კოლონიებში მონობის გასაუქმებლად და აფრიკული წარმოშობის ადამიანებისთვის სრულუფლებიანი მოქალაქეობის მისანიჭებლად, წარმატებული საკანონმდებლო კამპანია გააჩაღა. პორტრეტზე ბელე ფრანგი ფილოსოფოსის აბატ გიიომ რეინალის (1711-1796) ბიუსტის კვარცხლბეკზეა დაყრდნობილი. აბატის 1770 წელს გამოცემულმა წიგნმა, რომლეშიც იგი მონობას გმობდა, გზა გაუკვალა ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, პორტრეტი ორივეს - ბელესაც და რეინალსაც თანაბრად მიაგებდა პატივს. 1801 წელს ნაპოლეონმა აღადგინა მონობა კარიბის კუნძულებზე, მაგრამ აჯანყებამ, რომელიც 1804 წლამდე გაგრძელდა, ჰაიტის სრული დამოუკიდებლობა მოუტანა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები