ლუწი და კენტი ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუწი და კენტი ფუნქციები – f(x) ფუნქციას ეწოდება ლუწი, თუ იგი არ იცვლება არგუმენტის ნიშნის შეცვლის შედეგად, ე. ი. f(-x) = f(x). მაგალითად, y = x2 ან y = cosx.

თუ ფუნქცია იცვლის ნიშანს არგუმენტის ნიშნის შეცვლის შედეგად, ე.ი. თუ f(-x) = - f(x), მაშინ f(x) ფუნქციას ეწოდება კენტი. მაგალითად: y = x3 ან y=sinx.

ლუწი ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია 0y ღერძის მიმართ, ხოლო კენტი ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია კოორდინატთა სისტემის სათავის მიმართ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები