მაზუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაზუთი − (არაბ. makhzulat ნარჩენები), ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი მუქი-მოყავისფრო ან შავი ფერის თხევადი პროდუქტი, რომელიც არის ნახშირწყალბადების, ნავთობის ფისების, ასფალტენების, კარბონების, კარბოიდებისა და ორგანული შენაერთების ნარევი. შეიცავს ლითონებს (V, Ni, Fe, Mg, Na, Ca). ფიზიკურ-ქიმიური თვისებები დამოკიდებულია საწყისი ნედლეულის (ნავთობის) ქიმიურ შედგენილობასა და დისტილირებული ფრაქციების გამოდევნის ხარისხზე.

სიბლანტე – 8-80 მმ2/წმ (100°C ტემპერატურაზე);
სიმკვრივე – 890-1000 კგ/მ3 (20°C ტემპერატურაზე);
გამყარების ტემპერატურა – 10-40°C;
გოგირდის შემცველობა – 0,5-3,5%;
ნაცრის შემცველობა – 0,3%-მდე;
წვის მინიმალური სითბო – 39,4-40,7 მჯ/მოლი.

მაზუთის გამოყენების სფეროა: ორთქლის ქვაბები; გუდრონის, ბიტუმის, ზეთის ექსტრაქტების, გაზოლინის წარმოება და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები