მაღალმთის ბოკვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღალმთის ბოკვი

მაღალმთის ბოკვი – (Acer Trautvetteri Medw. = Acer heldreichii subsp. trautvetteri [Medw.] A.E. Murray). ოჯახი: ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae). 15-30 მ სიმაღლის ხეა, ფართო გუმბათისებური ვარჯით. ფოთლები 5-ნაკვთიანია. ფირფიტის სიგრძე 9-14 სმ და 10-1 6 სმ სიგანის. ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, შიშველი. ქვედა მხარეზე მოლეგო ან მომწვანო თხელი შებუსვით. მოგვიანებით შებუსვა რჩება ძარღვების კუთხეებში. ფოთლის ფირფიტა ნახევრამდე ან ოდნავ ღრმად არის დანაკვთული. ნაკვთები ოდნავ ქვემოთაა გადახრილი. შუა ნაკვთი და ზოგჯერ გვერდითებიც დაკბილულია, ყვავილები ღია მომწვანო ფერისაა და შეკრებილია სწორად მდგომ ფარჩხატ ფარისებურ მტევნებში. იშლება ფოთლებთან ერთად. ნაყოფის ფრთები 3.5-7 სმ სიგრძისაა, მოწითალო და ურთიერთპარალელურად განლაგებული. ყვ. VVI; ნატ. VIIIIX. იზრდება სუბალპურ და ტყის ზედა სარტყლებში, ერთეულების სახით სხვა დამახასიათებელ სახეობებთან ერთად, ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის ტყის ზედა და სუბალპურ ზონებში. კახეთის რეგიონში ის ჩვეულებრივი მაღალმთის მცენარეა. საქართველოში იზრდება ყველგან, გარდა ჯავახეთისა.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები