მაჭავარიანი მუხრან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი(დ. 12 აპრილი, 1929, საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი — გ. 17 მაისი, 2010). — პოეტი, პოლიტიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. პოეტური კრებულების ავტორი. ახალგაზრდობის VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (01.01.1958). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954).

სარჩევი

სამუშაო გამოცდილება

  • ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგე (1957-1963)
  • ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი (1963-1964)
  • თბილისის კინოსტუდიის სასცენარო კოლეგიის წევრი (1964-1967)
  • ჟურნალ „დილას“ რედაქტორი (1967-1982)
  • გამომცემლობა „საუნჯეს“ მთავარი რედაქტორი (1982-1988)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1988-1992)
  • 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

პოეტი

მუხრან მაჭავარიანმა პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში”, პირველი წიგნი — „ლექსები” − გამოსცა 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის ორი კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი” და „სიჩუმე უშენოდ”. შემდეგი კრებულებია: „გზადაგზა” (1965), „იარონ” (1970), „თქვი” (1971), „დუმილი რეკავს” (1974), ერთტომეული (1979), „გიკვირს? - ნუ გიკვირს!” მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


მიწავ ჩემო
შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, −
თავს არ შემოგევლოს!
იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, −
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ-კახეთო,
მესხეთ-ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.
დიდგორისა ველო, −
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, −
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, −
სასოებავ ჩვენო, −
რა ვქნა, რა გიშველო!
შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, −
თავს არ შემოგევლოს!


პრემიები და სახელმწიფო ჯილდოები

  • შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1987)
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1990)
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1999).
  • საპატიო ნიშნის ორდენი (01.01.1966)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (01.01.1979)
  • კირილესა და მეთოდეს ორდენი (ბულაგარეთი) (01.01.1989)

წყარო

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები