მგალობლიშვილი ლიდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიდია მგალობლიშვილი

იმერელი ქალი – (1878 – 1969), იგივე – ლიდია მგალობლიშვილი. პოეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალ „კვალში” 1896 წელს. მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთებში „ივერიასა” და „სახალხო ფურცელში”, ჟურნალებში „თეატრი და ცხოვრება” და „მეგობრობა”. ავტორია ლექსთა ერთი კრებულისა, რომელიც 1960 წელს გამოიცა. მისი ცნობილი ლექსია „ამას ამბობდა ქართველი”.


* * *
ამას ამბობდა ქართველი,
სპარსეთში გადახვეწილი:
„რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,
მაინც დავრჩები ქართველი”.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები