მეალილოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეალილოეალილოს მომღერალი, საალილოოდ კარდაკარ მავალი. მეალილოეთა ჯგუფი 3-5 კაცისგან შედგებოდა. ამათგან სამი მაინც მღეროდა (თქმა, მოძახილი, ბანი). ერთი ხურჯინს ატარებდა საჩუქრების ჩასაწყობად. ლეჩხუმში, მაგალითად, საალილოოდ წასვლა მოხუცსაც შეეძლო და ახალგაზრდასაც. თბილად ჩაცმულნი მთელი დღე გზაში იყვნენ და ყავარჯენს დაყრდნობილნი სახოტბო სიმღერა-გალობას წარმოთქვამდნენ. ზოგჯერ სოფლის ჩამოვლას დიდი დრო სჭირდებოდა და მეალილოეთა მოსვლას ოჯახები შუა ღამემდე ელოდნენ.

მ. ჩიქოვანი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები