მეგრელიძე კიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიტა მეგრელიძე – 1900-1944 - დაიბადა სოფელ ხრიალეთში (ოზურგეთის რაიონი); 1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1924-1926 წლებში სწავლა განაგრძო გერმანიაში. 1927-1939 წლებში მოღვაწეობდა თბილისში, ხოლო 1939-1940 წლებში - ლენინგრადში.

კიტა მეგრელიძის ძირითადი ნაშრომია „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“, რომელიც გამოქვეყნდა 1965 წელს. ამ ნაშრომით კ. მეგრელიძემ საფუძველი ჩაუყარა აზროვნების სოციოლოგიის მნიშვნელოვან დარგს საქართველოში. მისი თვალსაზრისით, აზროვნების ბუნების წვდომა შეუძლებელია როგორც ემპირიზმისა და ნატურალისტური რედუქციონიზმის, ისე ცალმხრივი სოციოლოგიზმის დაძლევის გარეშე. ახროვნების სპეციფიკა მის სოციალურობაში ვლინდება. მხოლოდ სტრუქტურულ-ფუნქციური, მთლიანობითი მიდგომა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ააროვნება გავიგოთ, როგორც თავისუფალი, შემოქმედებითი აქტივობა, საბოლოო ანგარიშით - ღირებულებათა, კულტურული მოღვაწეობის საწყისი.

კიტა მეგრელიძის გამოკვლევა კომპლექსურ-ინტეგრაციულ ხასიათს ატარებს, იგი ფართოდ იყენებს ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, შედარებით ენათმეცნიერებას, ისტორიას, ეთნოგრაფიას და სხვა მეცნიერებათა მონაცემებს.

კ. მეგრელიძის მონოგრაფიულმა გამოკვლევამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ღირებულებათა თეორიის, კულტურისა და ადამიანის ფილოსოფიური პრობლემების დამუშავება საქართველოში 70-იანი წლებიდან.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები