მედულაშვილი ზეზვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედულაშვილი ზეზვა — (1939 – 2018), ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი. დაიბადა სოფელ არაშენდაში (გურჯაანი). 1957 წელს დაამთავრა არაშენდას საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე – ჯერ სწავლობდა სპარსულის და მერე არმენოლოგიის განყოფილებაზე. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“. მისი თარგმანები სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული, ოსური ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმნისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.


აზერბაიჯანული ბაიათები
თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა
ვარდების თაიგულზედა
ცვარი ჰკიდია სულ ზედა;
სატრფოს მოწერილ წერილსა
მალიმალ ვიკრავ გულზედა.
* * *
მებაღემ ბაღი შეღობა,
ქურდს უჭირს ცხვირის შეყოფა,
მე სევდის ბაღი ვაშენე,
ღობედაც სევდა ეყოფა.
* * *
მონადირე დასდევს ირემს,
ირემი კი გზა-კვალს ირევს,
მე შენი ვარ და შენ ჩემი,
თუკი ბედი დააპირებს.
* * *
მთიდან ფეხით მოველი,
დარდი მწვავდა ცხოველი;
ერთხელ შევხვდით და ჩვენზე
ჭორ-მაჭანკლობს ყოველი.
* * *
თავრიზი და მარაღა,
მეტი არ მაქვს ჩარა-ღა:
ჩემს საყვარელს დავეძებ,
დამრჩენია სხვა რაღა?!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები