მენუეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ რამო, მენუეტი

მენუეტი – ფრანგული ცეკვა სამწილად ზომაში. წარმოშობილია პუატუს (ბრეტანი) საფერხულო ცეკვებისაგან: სახელწოდება მენუეტი წარმოდგება სიტყვიდან „pas menus“, რაც ნიშნავს პატარა ნაბიჯებს. შესრულების დამახასიათებელი ნიშან–თვისებაა ზეიმურობა, ნაბიჯი ნარნარი აქვს, მოძრაობაში მრავლადაა თავის დაკვრა და რევერანსი. XVIII ს-ის დასაწყისიდან მოძრაობებმა შეიძინეს სინატიფე, ტემპი აჩქარდა. XVIII ს.-ში უკვე გამოჩნდა საოპერო და საბალეტო სცენაზე.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები