მეორადი ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეორადი ბოდვა აშკარად წინა ავადმყოფური გამოცდილებიდან მომდინარეობს და შეიძლება სახვადასხვა სახის იყოს. ის შეიძლება მოიცავდეს: ჰალუცინაციებს (მაგ., ადამიანს, რომელსაც ხმები ესმის, შეიძლება სჯეროდეს, რომ მას დევნიან), დაქვეითებულ გუნებ-განწყობას (მაგ., ქალს, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს, შეიძლება სჯეროდეს, რომ ადამიანები მას არაფრის მაქნისად მიიჩნევენ) ან ბოდვით იდეას (მაგ, ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ირგვლივმყოფები მას უსამართლოდ ამტყუნებენ და გმობენ, შეიძლება სჯეროდეს, რომ დააპატიმრებენ). ზოგიერთ მეორად ბოდვას, როგორც ჩანს, გააჩნია ინტეგრაციული ფუნქცია - უფრო ნათელი გახადოს პაციენტისთვის მისი პირველადი გამოცდილება (როგორც ეს პირველ მაგალითშია მოცემული). სხვა ტიპის ბოდვა კი პირიქით - აძლიერებს დევნისა და მარცხის განცდას, როგორც ეს მესამე მაგალითშია მოცემული. მეორადი ბოდვითი იდეები შეიძლება აკუმულირდეს იქამდე, სანამ რთულ და სტაბილურ ბოდვით სისტემად არ ჩამოყალიბდება. ასეთ ბოდვას სისტემატიზებულს უწოდებენ.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები