მერაბიშვილი ინესა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინესა მერაბიშვილი

მერაბიშვილი ინესა — (1950), ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. დაიბადა გორში. 1967 წელს დაამთავრა გორის მე-6 რუსული საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თსუ-ს დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. ინესა მერაბიშვილი არის თსუ-ს პროფესორი და თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი. არის გორის საპატიო მოქალაქე. ძირითადად იკვლევს და თარგმნის ბაირონს ქართულ ენაზე, ხოლო გალაკტიონს − ინგლისურ ენაზე. 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა გალაკტიონის 50 ლექსი მისეულ თარგმანში. არის თხუთმეტი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის „პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა” (2005) და „თარგმანი − კულტურათა დიალოგი”(2005).


რობერტ ბერნსი, „წითელი ვარდი”
თარგმნა ინესა მერაბიშვილმა
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
მაისში კოკორს რომ აიშლის,
ჩემი სიყვარული ის მწველი ჰანგია,
ტკბილ სიმღერად რომ გაისმის.
რაც უფრო ლამაზი ხარ, უნდა გაგანდო,
ეს გული მით უფრო არ ცხრება,
ქალავ, მეყვარები, მარად მეყვარები,
იდრე ყველა ზღვა დაშრება.
ვიდრე არ დაშრება.
მართლაც რომ ყველა ზღვა
და არ ჩამოდნება ყველა კლდე,
გწამდეს, მეყვარები, მარად მეყვარები,
ვიდრე ქვიშანი ღელავენ.
მშვიდობით, გშორდები, ჩემო ერთადერთო,
გჯეროდეს გულწრფელი ფიცის!
ცხრა მთას გადაღმაც
რომ ბედმა გადამხვეწოს,
შენთვის დავბრუნდები, ვიცი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები