მესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესი(შუმ.) კოსმიური ხის ერთ-ერთი განსახება, რომელიც ნაყოფად ქარვას ისხამს და დახასიათებულია როგორც „ღმერთების ხორცი, ქვეყნიერების მეფის სამკაული, წმინდა ხე, დიდებული საწმისი, საუფლოდ განწესებული, რომლის ფესვები ფართო ზღვაში ასი ბერუს მანძილზეა გადგმული, ქვესკნელის სიღრმეებს სწვდება; რომლის წვეროკინი ანუს ცას ებჯინება“. მესის, როგორც სამყაროს ხის, ამოძირკვა ან გადანაცვლება მსოფლიო კატასტროფას იწვევს ან მისი სიმპტომია. ქალაქის განადგურება ერთ შუმერულ ტექსტში („აქადის წყევლა“) მეტაფორულად მესის ამოძირკვით არის გამოხატული. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ერთი ასურული ეპოსის მიხედვით წარღვნის დროს მესის ხეც წაულეკავს ნიაღვარს (მარდუქი ამბობს: „ქარვის ხეს, მესს, ადგილი შევუცვალე, რომ ვერავის ეპოვნა“).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები