მეტამორფოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტამორფოზები – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „გარდასახვებს“. ასე ეწოდება სახელოვანი რომაელი პოეტის, პუბლიუს ოვიდიუს ნაზოს (ძვ.წ. 48 - ჩვ.წ. 88 წ.) პოემას, რომელიც ანტიკური პოეზიის საუკეთესო ქმნილებათაგანია. მასში ხატოვნად არის წარმოდგენილი ძველი ბერძნული და რომაული მითები, სამყაროს მარადიული ცვალებადობის, უწყვეტი მოძრაობის, ღმერთთა თუ სულდგმულთა გარდასახვების ამბები.

მსგავსი სახელწოდებით ცნობილია სხვა ავტორთა ქმნილებებიც. მაგალითად, ჩვ.წ. II საუკუნის რომაელი მწერლის აპულეუსის საყოველთაოდ ცნობილი რომანი, რომელსაც სხვაგვარად „ოქროს ვირსაც“ უწოდებენ.

ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ თარგმნილია ქართულ ენაზე (მთარგმნელები: ნ. მელაშვილი, ნ. ტონია, ი. გარაყანიძე).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები