მეტონიძე ლელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელა მეტონიძე

მეტონიძე ლელა – (1972), ექიმი, პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა ქუთაისის მე-10 საშუალო (რუსული) სკოლა, შემდეგ – ეროვნული სამედიცინო აკადემია (სამედიცინო უნივერსიტეტი); პროფესიით არის ონკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, მუშაობს ქირურგიაში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში; მისი ლექსები დაიბეჭდა თანამედროვე პოეზიის „მზის არილის” ორ ტომში, შეყვარებულთა სამაგიდო-საპაემნო წიგნში, ასევე „ამ საუკუნის ფოლიანტები” – კრებულში; მზად აქვს გამოსაცემად ლექსების პირველი კრებულის. არის ავტორი ახალი მიმდინარეობის – ალიტერაციის ახალი ვარიანტისა, რასაც ავტორმა „ანბანთქება” უწოდა.


* * *
ერთხელ, მეც მჭირდა ვარდის ფურცლობა,
ბლის ნასხეპ შტოებს ჩურჩულით ვთვლიდი,
მსუბუქ ნაბიჯით, ეზოს ბოლოდან,
ვეზიდებოდი ფიჩხსა და ფითილს...
ერთხელ მეც ვიყავ თოვლზე ალალი
და მოქარგული ფიფქით
ნაფრთები, თეთრი მკლავების
ურჩი კანკალით და ლურჯი მზერით,
ცისკრის ზარების!
ერთხელ მეც მითქვამს პატარა ლექსი,
სულ ერთი ცრემლის − მხოლოდ იაზე,
მას მერე ქარებს უვლიათ შეშლით
და სულ ფურცლებად გამანიავეს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები