მეტროპოლიტენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლონდონის მეტრო

მეტროპოლიტენი – (ფრანგ. métropolitain), რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით მიწისქვეშა (გვირაბში) ან მიწისზედა (ესტაკადზე) საქალაქო ელექტრორკინიგზა. მეტროში მატარებლების მოძრაობა რეგულირდება, განრიგით. როგორც წესი, მეტროს მატარებლებს აქვთ 4-8 ვაგონი. გვირაბების დიამეტრი აღწევს 4-7 მეტრს (მაგრამ არსებობს უფრო ვიწრო გვირაბებიც, მაგალითად, ბერლინში, ვირაბების სიგანე მხოლოდ 2.3 მეტრია). სადგურების პლატფორმები ჩვეულებრივ 100-165 მ სიგრძისა და 5-20 მ სიგანის. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით. მას საშუალოდ საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

მეტროპოლიტენის ხაზის ერთი კმ-ს გაყვანა საშუალოდ 50 მლნ. აშშ დოლარამდე ჯდება (1016 წლის ფასებით). მეტროპოლიტენის სიდიდე მერყეობს 2 კმ-ანი ხაზიდან (ქ. ჰაიფა (ისრაელი) ნიუ იორკის (აშშ) მიწისქვეშა მეტროპოლიტენის სისტემამდე, რომლის საერთო სიგრძე 1300 კმ-ს აღემატება. თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 – საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. მას წელიწადში დაახლოებით 200 მლნ. ადამიანი გადაჰყავს. მსოფლიოში ყველაზე ძველი მეტროპოლიტენებია: ლონდონის (გაიხსნა 1863 წელს), ჩიკაგოს (1892), გლაზგოს, ბუდაპეშტის (1896), ბოსტონის (1897), პარიზის (1900), ბერლინის (1902), ათენის (1904), ნიუ იორკის (1904), ფილადელფიის (1907), მოსკოვის (1935) და სხვ.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები