მითი მზესა და მთვარეზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზე და მთვარე − მეგრული მითოსი მოგვითხრობს: ეს იმ დროს მოხდა, როცა მზე და მთვარე ბავშვები იყვნენ და დედამიწაზე დადიოდნენ, ლაღობდნენ, ერთობოდნენ. ერთხელ მზე და მთვარე ერთ სოფელში მოხვდნენ. ხედავენ, ქალი ძროხას წველის. აქამდე არასოდეს ენახათ ეს სანახაობა, გაუკვირდათ და კენჭების სროლა დაუწყეს ძროხას. ქალმა რომ ვერაფრით მოიშორა აბეზარი ბავშვები, იქვე ძროხის ახალ ფუნას დაავლო ხელი და ესროლა სახეში მზეს და მთვარეს. შეშინებულ-შეურაცხყოფილმა მთვარემ სამუდამოდ დატოვა დედამიწა და ცაში აიჭრა. მზე არ დაიბნა, ხელი გობში ჩაყო, პეშვით რძე ამოიღო და სახე მოიწმინდა, მერე ისიც მთვარის გზას გაჰყვა. ამიტომ არის, ამმობენ, რომ მთვარეს დღემდე ლაქები აქვს – ეს მის სახეზე შემხმარი ფუნაა. მზეს კი რძით აქვს მობანილი სახე და ამიტომაც ეწოდება მზეს ბჟა (მეგრულად ბჟა მზესაც ნიშნავს და რძესაც).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები