მინგანა ალფონს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფონს მინგანა – (1878-937), დაიბადა ქ. ზახოში, ერაყში. დაწყებითი განათლება მიიღო ქ. მოსულში დომინიკელთა ორდენის მიერ დაარსებულ წმინდა იოანეს სემინარიში; 1902-1910 წლებში იყო ამავე სემინარიის სირიული და არაბული ენების პროფესორი.

1905 წლიდან ალფონს მინგანამ გამოაქვეყნა არაერთი მნიშვნელოვანი სირიული წყარო (ნარსაის ჰომილიები, არბელის ქრონიკა და სხვ.) 1913 წელს იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში წერილობით სიძველეთა კლევისა და შეგროვების მიზნით. 1915 წლიდან მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, მანჩესტერის ჯონ რილანდის ბიბლიოთეკაში, სადაც შეადგიან არაბულ ხელნაწერთა კატალოგი, მანჩესტერის უნივერსიტეტში, ასევე იყო აღმოსავლურ ენათა ექსპერტი. 1920 წელს მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა.

ალფონს მინგანამ საფუძველი ჩაუყარა წერილობითი კულტურის კვლევისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო სერიას: 1926-1934 წლებში მან გამოაქვეყნა შვიდი ტომი სერიისა Woodbrooke Studies. Christian documents in Syriac, Arabic and Garshuni, edited and translated, ხოლო 1935 წელს დაიწყო ცალკეული მნიშვნელოვანი ძეგლების პუბლიკაცია სერიით: Woodbrooke Scientific Publications.

დღეისათვის მინგანას კოლექცია აერთიანებს სირიულ და გარშუნის დამწერლობით შესრულებულ 662 ქრისტიანულ ხელნაწერს, 270 ქრისტიანულ არაბულ და 2000 ისლამურ-არაბულ ხელნაწერ წიგნს, ასევე კიპტურ, სომხურ, ებრაულ, სპარსულ, სამარიტულ და სანსკრიტზე შესრულებულ წერილობით სიძველეებს. ამ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან კოლექციაში შესულია უძველესი ქართული ხელნაწერი წიგნის ფრაგმენტები, სულ 8 ერთეული. აღნიშნული კოლექცია თავდაპირველად დაცული იყო სელი ოუკის კოლეჯში (Selly Oak Colleges), ხოლო 1990 წლიდან კოლეჯის ბირნიმგემის უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ კოლექცია გადაეცა აღნიშნული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები