მირაბო ონორე გაბრელ რიკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონორე გაბრელ რიკეტი მირაბო

ონორე გაბრელ რიკეტი მირაბო – (ფრანგ. Honoré-Gabriel Riqueti de Mirabeau; 9 მარტი 1749 — 2 აპრილი 1791), გრაფი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე.

დაიბადა მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში. მარკიზ დე ოსიეს ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ „პიროვნების შეურაცხყოფისათვის“ 1776 დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ 1785 ამნისტიით პარიზში დაბრუნდა. 1786 საიდუმლო დიპლომატიური დავალებით გაიგზავნა პრუსიაში. 1789 აირჩიეს გენერალური შტატების დეპუტატად მარსელისა და ექსის მესამე წოდებიდან. მაშინვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორატორული ნიჭით. იყო ფეოდალური აბსოლუტისტური რეჟიმის მტერი, თუმცა მისი იდეალი არ სცილდებოდა ინგლისური ტიპის პარლამენტური მონარქიის ჩარჩოებს, ამიტომ თანდათან კონსერვატიულ პოზიციებზე გადავიდა და მსხვილი ბურჟუის (რომელიც ცდილობდა რევოლუციური განვითარების შეჩერებას) ლიდერი გახდა. მან საიდუმლო კავშირი დაამყარა სამეფო კართან (1790 წლის აპრილში). დიდი გასამრჯელოსა და თავისი უზომო ვალის გადახდის საფასურად სამეფო კარის საიდუმლო აგენტი გახდა. რევოლუციის წინაშე მისი ღალატი მხოლოდ მონარქიის დამხობის (10.VIII.1792) შემდეგ გამომჟღავნდა, ამიტომ დიდი პატივით პანთეონში დაკრძალული მირაბოს ნეშტი სეს-მარსის გარე უბანში, დამნაშავეთა სასაფლაოზე გადაიტანეს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები