მიშკარაბში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშკარაბში/მირშექარბაში - (არაბ-სპარს-თურქ. miršeqarbāşi - მონადირეთა მეთაური, მონადირეთუხუცესი). სეფიანთა კარზე აღნიშნული თანამდებობა მირაკორ ბაშისთან (miraxor bāşi - თავლების მთავარი მოხელე) ერთად იშიკ-აღას ბაშის (ešīk-āqāsī bāşi - მთავარი მცველის) რიგით მომდევნო მოხელეა.

საქართველოში სამოხელეო ტერმინი მიშკარაბში XVII ს-ის მიწურულს გვხვდება - იგი შემოუღია თეიმურაზ II-ის მამას, ერეკლე I ნაზარალი-ხანს, მაგრამ ამ დროს მან გავრცელება ვერ ჰპოვა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივ წყობილებაში მნიშვნელოვნი ცვლილებები გატარდა - დაიწყო მმართველობის დარგებად დაყოფა, შეიქმნა ახალი თანამდებობები, ზოგიერთ თანამდებობას კი შეეცვალა სახელწოდება და, ნაწილობრივ, შინაარსიც. მიშკარაბშმა (ობერგერმეისტერი), ჩაანაცვლა ბაზიერთუხუცესის სახელო. თავადი იოსებ ბეჰბუდოვი მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჩამოთვლის საკუთარი სახლის იმ წევრებს, რომლებიც ფლობდნენ აღნიშნულ სახელოს: მისი მამის, ბასილისთვის თეიმურაზ II-ის (1744-1762) დროს მიშკარაბშობა უბოძებია იბრეიმ/იბრაჰიმ შაჰს (ავშრთა დინასტიის წარმომადგენელი, ირანის შაჰი 1748 წ.), შემდეგ ეს სახელო იოსების უფროს ძმას, იოანეს მიუღია. აქვე მითითებულია ის სარგო, რომელსაც გულისხმობდა ეს სამოხელეო თანამდებობა: ეს იყო ბორჩალოსა და ყარაიის შემოსავლების წილი - წელიწადში ასი თუმანი. თავად იოსებ ბეჰბუდოვი, მისი სიტყვების თანახმად, სხვა ფუნქციებსაც (დესპანობა და სხვ.) ასრულებდა (რაშიც დამატებითი შემოსავლები ჰქონია).

მიშკარბაშები. XVII ს-ის მიწურული - XVIII ს.

  • ოთარბეგ ორბელიშვილი - მ. 1695 წ.
  • გივი - მ. 1735-1742 წწ.
  • ვასილ, იოსებ ბეჰბუდოვის მამა - მ. 1744-1762 წწ.
  • აღა - მ. 1757 წ.
  • იოანე ბეჰბუდოვი - მ. XVIII ს. ბოლო ათწლეული.
  • იოსებ ბეჰბუდოვი - მ. XVIII ს. ბოლო ათწლეული.


წყაროები და ლიტერატურა

  • მესხია 1948: 72, 96;
  • სს 1899: 95-96;
  • პაპუნა ორბელიანი 1981: 170;
  • Taḏkerat al-molūk: 44.
  • სურგულაძე 1952: 223;
  • სინ 1973: 531; Savory 1986.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები