მლოკოსევიჩის იორდასალამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მლოკოსევიჩის იორდასალამი

მლოკოსევიჩის იორდასალამი – (Paeonia mlokosewitschii Lomakin = Paeonia daurica subsp. Mlokosewitschii [Lomakin] D. Y. Hong); ოჯახი: იორდასალამისებრნი (Paeoniaceae). მრავალწიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეფოთლილია. ფოთოლი ორ-სამფოთოლოკიანია, სულ ზედა ფოთოლი მთლიანია. ორივე მხარე ან მხოლოდ ქვედა ლეგა ფერისაა. შიშველია ან ქვედა მხარეს შებუსული. ფოთლის ნაკვთები უკუკვერცხისებურია. ყვავილი ფართოდ არ არის გადაშლილი, გვირგვინი თეთრია ან მოყვითალო. სამტვერეები ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-V. მთის შუა სარტყლის ტყეების მცენარეა, იზრდება იქვე, სადაც წინა სახეობა. საქართველოში სხვაგან არ არის ცნობილი, კავკასიის ენდემია. მცენარე აღწერილია 1897 წელს კულტურული ეგზემპლარების მიხედვით.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები